საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკაკი შანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საჯარო სხდომა

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით   აკადემიკოს   აკაკი შანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საჯარო სხდომა გაიმართა. 

 

სხდომა ქართველი ენათმეცნიერის, ქართული უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პირველი პროფესურის წარმომადგენლის – აკაკი შანიძის –  დაბადებიდან 137 წლისთავს მიეძღვნა. შეხვედრაზე ისაუბრეს აკაკი შანიძის ღვაწლსა და დამსახურებაზე, რომელიც მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ზოგადად ქვეყნის წინაშე მიუძღვის. აჩვენეს აკაკი შანიძის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე გამოსვლის აქამდე უცნობი ჩანაწერიც. რამდენიმეწუთიან ჩანაწერში ღვაწლმოსილი მეცნიერი საუბრობს თავის წვლილზე, რომელიც მან ქართული ენისა და ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლების შესწავლის საქმეში შეიტანა.

 

 მომხსენებლებს შორის იყვნენ :  მზექალა შანიძე −“ფსალმუნის ხელნაწერები ახალი სინური კოლექციიდან და  მათი მნიშვნელობა ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული ვერსიების ისტორიისათვის“,  დარეჯან თვალთვაძე − “ოთხთავის ხელნაწერები სვანეთიდან − „მუჟალის ოთხთავები,“  ანა ხარანაული − მცირე წინასწარმეტყველთა ძველი ქართული თარგმანის მიმართება  ბერძნულ ტექსტუალურ ტიპებთან”,  ლელა ციხელაშვილი − “თეონიმთა სტრუქტურისათვის,”  გიული შაბაშვილი − “აწმყოს პერფექტის სწავლება არაქართველთათვის,”  თამარ მაგრაქველიძე − “მცირე წინასწარმეტყველთა ქართული თარგმანის შემცველი  წყაროები და ტექსტუალური ტიპები”,  შოთა პაპავა − ქართული ენის სასკოლო სახელმძღვანელოს  შერჩევის თაობაზე გამართული პოლემიკა (1919 წლის საარქივო მასალის მიხედვით).

 

ღონისძიებაზე მოხსენებები წაიკითხეს ასევე თსუ სტუდენტებმა. 

 

თარიღი: 26/02/2024